Nokia 200 - ორი SIM ბარათიანი ტელეფონი

background image

ორი SIM ბარათიანი ტელეფონი
შეგიძლიათ ჩადოთ ორი SIM ბარათი.

ორი SIM ბარათიანი ტელეფონის ზოგიერთი უპირატესობა

შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა, როდესაც იყენებთ მომსახურების სხვადასხვა

მომწოდებლის სერვისებს.

გამოიყენეთ ტელეფონის ერთი ნომერი პირადი ზარებისთვის, მეორე კი

სამსახურისთვის, მაგრამ ატარეთ მხოლოდ ერთი ტელეფონი.

თავიდან აიცილეთ მომსახურების მომწოდებლების ქსელის დაფარვის

ზონის სხვაობები.

ორივე SIM ბარათი ერთდროულადაა მისაწვდომი, როცა აპარატი არ არის

გამოყენებაში, მაგრამ როცა აქტიურია ერთი SIM ბარათი, მაგალითად, როცა

ახორციელებთ ზარს, მეორე ბარათი მიუწვდომელია.

თუ მხოლოდ ერთი SIM ბარათი გაქვთ, ჩადეთ იგი SIM1 ბარათის დამჭერში.

ზოგიერთი ფუნქცია და სერვისი შეიძლება მხოლოდ მაშინ იყოს

ხელმისაწვდომი, როცა SIM ბარათი SIM1 ბარათის დამჭერში დევს. თუ ერთი SIM

ბარათი გაქვთ და იგი SIM2 ბარათის დამჭერში დევს, მხოლოდ საგანგებო

ზარების განხორციელებას შეძლებთ.
GPRS კავშირს ვერ გახსნით ფონზე. თუ პროგრამა იყენებს GPRS კავშირს და

დაბრუნდებით საწყის ეკრანზე ან გადახვალთ სხვა პროგრამაზე, მენიუზე ან

ხედზე, კავშირი ავტომატურად შეწყდება.

6

დასაწყისი